"ერთი მსახიობი სოფლად"- პროექტის ფარგლებში 18 ოქტომბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის, ნავაზის ოთარ ჭილაძის სახელობის ბიბლიოთეკაში, 19 ოქტომბერს კი ლადო ასათიანის სახელობის ახალგაზრდულ ბიბლიოთეკაში შედგა შეხვედრა რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობ ია სუხიტაშვილთან "მშვიდობით მოველ".პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში თეატრალური განვითარებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით რუსთაველის ეროვნული თეატრი სისტემატურად ანხორციელოებს თეატრალურ პროექტებს რეგიონებში.
შეხვედრის დასასრულს მსახიობმა რუსთაველის ეროვნული თეატრის სახელით, ადგილობრივ ბიბლიოთეკებს საჩუქრად გადასცა წიგნები თეატრის შესახებ.
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი