მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში შიდასაუბნო გზების რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სოფლის ცენტრში დაიგო ასფალტის პირველი ფენა, მოხდა ე.წ. მთიულების კორპუსის წინ
არსებული საკომუნიკაციო ჭების რეაბილიტაცია და ასფალტის პირველი ფენის დაგება, ასევე,
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სოფელში არსებული ყველა კორპუსთან მისასვლელი გზისა და ეზოების ქვიშა-ხრეშოვანი მასალითა და ბორდიულებით მოწყობა, მათი ასფალტ-ბეტონის ორი ფენით დაფარვა და საკომუნიკაციო ჭების რეაბილიტაცია.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,სუხო“ ახორციელებს.