მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური
ცენტრის ორგანიზებითა და მხარდაჭერით 22 ოქტომბერს, ახალგაზრდა პოეტის, თენგო ხუციშვილის წიგნის
„ შენამდე...“ პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე გამომსვლელებმა პოეტს ლექსების პირველი კრებულის გამოცემა და ბარათაშვილის პრემიის ჯილდო მიულოცეს. აღსანიშნავია, რომ წიგნზე წვდომა შესაძლებელია იტალიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თენგო ხუციშვილის შემოქმედება შეაფასეს და პირველი კრებული მიულოცეს : მცხეთის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა ანდრო ბედუკაძემ, პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა და ასევე, სპეციალურად მიწვეულმა სტუმრებმა.
დასასრულს, პოეტმა დამსწრე საზოგადოებას კრებულიდან რამოდენიმე ლექსი წაუკითხა.
შეხვედრა კოვიდ- რეგულაციების ყველა წესის დაცვით გაიმართა.