მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


აშშ საელჩოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აშშ-ს და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარების ფარგლებში, აშშ-ს საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, დაგეგმილია წეროვნის და წილკნის დევნილთა დასახლების მიმდებარედ სამედიცინო საჭიროების მქონე მოხუცთა თავშესაფარის მშენებლობა, რომელიც 2022 წელს უნდა დასრულდეს.

პროექტის საგრანტო ღირებულება დაახლოებით 820 000 აშშ დოლარს შეადგენს. ობიექტი გათვლილი იქნება 24 ბენეფიციარზე, ხოლო საერთო ფართი შეადგენს 879 კვ.მეტრს (ძირითადი და დამხმარე სათავსოების ჩათვლით).

აღნიშნული პროექტი არის უნიკალული ქვეყნის მაშტაბით. იგი ხორციელდება პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ბატონ დიმიტრი ხუნდაძის, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და მცხეთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით. გრანტის მოძიებაში ჩართული იყო რეგიონალური ააიპ ,,ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანება“.

შეხვედრას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მოადგილე გივი გიუტაშვილი, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და აშშ-ს საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურისა და საელჩოს ინჟინერთა კორპუსის დელეგაცია ესწრებოდნენ.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018