წეროვნის დევნილთა დასახლებაში, ისევე, როგორც მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
ავტომაგისტრალის გასწვრივ, დასახლებაში მიმავალი გზის მონაკვეთზე, ქვიშა- ხრეშოვან საფუძველზე დაიგო ასფალტის საფარის პირველი ფენა.
დაიგება ასფალტის საფარის მეორე ფენა და ხიდის მიმდებარედ ბეტონის კიუვეტები მოეწყობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით, მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია ,,შპს ,,ჰედეფ ჯორჯია“ ასრულებს.
აღნიშნულ დასახლებაში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, წინა წლებშიც, მასშტაბური პროექტები განხორციელდა. მათაგან აღსანიშნავია სანიაღვრე არხების მოწყობა, რაც მოსახლეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენდა. ასევე, წილკან-წეროვნის დამაკავშირებელი ამორტიზებული გზის მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. ამ პროექტით სამ კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო ასფალტის საფარი და დევნილთა ორი დასახლება ერთმანეთს დაუკავშირდა. კეთილმოწყობილი გზის მეშვეობით ტრანსპორტირების დრო საგრძნობლად შემცირდა, გადაადგილება კომფორტული და უსაფრთხო გახდა.