მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


წიწამურის შიდასაუბნო გზის მოწყობა დასრულდა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში  შიდა საუბნო გზების მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარი პირველად დაიგო. კეთილმოწყობილი გზის მეშვეობით   ტრანსპორტირების დრო შემცირდა, გადაადგილება  კი კომფორტული და უსაფრთხო გახდა.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ შპს ,,ქვენიფნელი“-მ შეასრულა.

ასევე, წიწამურში ეკლესიის მიმდებარედ, პატარებისათვის სათამაშო კუთხის მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. 

პროექტს შპს ,,თბილ პარკი“ ახორციელებს. მისი სახელშეკრულებო ღირებულება 9 708 ლარია.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018