მცხეთის მუნიციპალიტეტში, აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და სპორტული აქტივობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც სოფლებში სპორტული მოედნების აღდგენასა და მოწესრიგებას ისახავს მიზნად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სოფელ საგურამოში ორი მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელსაც შპს „ გაერთიანებული სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს. სახელშეკრულებო თანხა ჯამში 200,000 ათას ლარამდეა. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
ასევე , მიმდინარეობს საგურამოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ არაშენდაში მინი სპორტული მოედნის მოწყობა, რომელსაც შპს „ გია კონტრაქშენი“ ახორციელებს. სახელშეკრულებო თანხა 134.000 ათასი ლარია . სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.