8 ნოემბერს, უკვე მეცხრამეტედ, გაიცა ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმისა და "ილიას ფონდის" მიერ დაარსებული პრემია "საგურამო" და ილიას მედალი - "მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთანა" - ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის.პრემიის ლაურეატთა ვინაობა 12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების დღეს გახდა ცნობილი.2021 წლის პრემიის მფლობელები არიან:
• პოეზია - ვასილ ბესელია;
• პროზა - ნინო სადღობელაშვილი;
• კრიტიკა - ნანა კუცია;
• თარგმანი - ბელა შალვაშვილი;
• ხელოვნება - შალვა მატუაშვილი;
• ჰუმანიტარული მეცნიერება - ზურაბ კიკნაძე;
• საბავშვო ლიტერატურა - გივი ჩიღვინაძე;
ილიას მედალი - "მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთანა" - ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის გადაეცა ელისო ვირსალაძეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, მწერლები, პოეტები და საზოგადო მოღვაწეები.