მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშები დასრულდა

ქალაქ მცხეთაში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის მუნიციპალური ეტაპი დასრულდა მინი ფეხბურთის ფინალური თამაშით,სადაც პირველი ადგილის მფლობელი წილკნის საჯარო სკოლა გახდა. იგი სხვა სპორტულ სახეობებში (მინი ფეხბურთი, ბადმინტონი, კალათბურთი 3X3, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი და გეზრბენი) გამარჯვებულებთან ერთად, პირველობისთვის რეგიონულ ეტაპზე გააგრძელებს ასპარეზობას. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებულებს და წარმატებებს უსურვებს შემდგომ თამაშებში. შეგახსენებთ, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური აქტიურადაა ჩართული სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში, რომელიც საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ხორციელდება.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018