მცხეთაში გარე განათებების, ტროტუარების, მოაჯირების და მოსახლეობის ეზოების შემოღობვის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
თბილისიდან მცხეთაში შემოსასვლელი ხიდის მიმდებარედ, ახალი ლედ სანათების დამონტაჟება და ბაზალტის ბორდიურების მოწყობა განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი სახლების ხის ღობეების დაზიანებული ნაწილები შეიცვლა ახლით, ასევე განხორციელდა რკინაბეტონის ლენტური საძირკვლის მოწყობა მოაჯირისთვის.
მცხეთის ცენტრში, კეთილმოეწყო გზისპირა კედლები დეკორატიული ფილებით , დამონტაჟდა ახალი განათების ბოძები და ლედ სანათები. დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლასთან, შადრევანთა, სკვერთან, მუზეუმის შენობის წინ, ასევე პირველი საჯარო სკოლის წინ დამონტაჯდა რკინის მოაჯირები, მიმდინარეობს ტროტუარების საფარის კეთილმოწყობა .
აღნიშნულ ტერიტორიებზე განხორციელდა გამწვანება .
სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და ღირებულება სახელშეკრულებო თანხით 2141798 ლარს შეადგენს.