მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ძეგვის საფეხბურთო გუნდი რეგიონის ჩემპიონია

13 ნოემბერს, თბილისის საფეხბურთო ცენტრმა ნუცუბიძის პლატოზე, ,,მასტერ ლიგის“ 7X7-ზე ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატის რეგიონული თამაშის მონაწილე გუნდებს უმასპინძლა.

ერთმანეთს  მუნიციპალურ ეტაპზე გამარჯვებული გუნდები მცხეთის მუნიციპალიტეტის გუნდი ,,ძეგვი“ და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გუნდი ,,ყაზბეგი“ შეხვდნენ. თამაში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის გუნდის სასარგებლოდ დასრულდა, რომელმაც მეტოქე ანგარიშით 5:1 დაამარცხა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ჩემპიონი გახდა. 

თამაშებს ორგანიზებას საქართველოს ფეხბურთის  ფედერაცია და  საქართველოს 7X7-ზე ფეხბურთის ასოციაცია უწევდნენ. 

რეგიონულ თამაშებში გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან საქართველოს პირველობისთვის.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს საფეხბურთო გუნდს  გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს შემდგომ ეტაპზე.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018