მცხეთის მუნიციპალიტეტის ნიჩბისის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს .
ახალ ნიჩბისში, ერთ კილომეტრამდე ბეტონის გზის დაგება მიმდინარეობს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და შპს „ ჰედეფ ჯორჯია“ ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
ზემო ნიჩბისში, ვარდისუბნისა და წმინდა მარინეს ქუჩების შიდა საუბნო გზები ერთ კილომეტრამდე მოიხრეშა, რომელიც სოფლის პროგრამით ფარგლებში განხორციელდა.
ქვემო ნიჩბისში, მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესების მიზნით სასმელი წყლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, გაკეთებულია ბურღი და 200 ტონიანი რეზერვუარის მშენებლობა დაწყებულია. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მას სააქციო საზოგადოება „ აქემ მაქინა ინშაათ დიშ თიჯარეთ „ ახორციელებს.
ქვემო ნიჩბისში , საჯარო სკოლის შენობის დერეფნებში ახალი ფილების დაგება მიმდინარეობს და შენობის გარე ფასადის რეაბილიტატაცია განხორციელდება , ხოლო სკოლის ეზოში ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედანი მოეწყობა.
ნიჩბისის ცენტრალური გზა, რომელიც დიდგორის გზის მშენებლობის მიმდინარეობისას დაზიანდა , რეგიონალური განვითარების ფონდის დაკვეთით შპს „ შარა“-მ აღადგინა.