მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის მერის სამუშაო შეხვედრა მშენებლებთან

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი მშენებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც მცხეთის მუნიციპალიტეტში სამუშაოებს ახორციელებენ.

შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს 2021 წლის მიმდინარე და დასრულებული პროექტები.

მერმა კონტრაქტორ კომპანიებს ინფრასტრუქტურული პროექტების მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულება და აღნიშნული მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესება სთხოვა.

კომპანიების ხელმძღვანელებმა მცხეთის მერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ და იმსჯელეს სავარაუდო გამოწვევებზე.

განიხილეს პრობლემური საკითხები, ისაუბრეს მათი გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე.

სამუშაო შეხვედრას მცხეთის მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი და მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

კონტრაქტორ კომპანიებთან აღნიშნული სახის შეხვედრები ყოველკვირეულად გაიმართება.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018