მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთაში აცრის მსურველ პენსიონერთა რიცხვი გაიზარდა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელ ბადრი კუკულაძესთან ერთად მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში განთავსებულ ვაქცინაციის ცენტრს ეწვია და იმუნიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.

დიმიტრი ზურაბიშვილი მედპერსონალს ვაქცინაციის პროცესში პენსიონერთა ჩართულობასთან დაკავშირებით გაესაუბრა და კოვიდ19-ის წინააღმდეგ აცრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში განთავსებულ ამცრელ პუნქტებში  8 ნოემბრის შემდეგ COVID-19 - ის წინააღმდეგ ვაქცინაციის მსურველ პენსიონერთა რიცხვი გაიზარდა.

60 წლისა და უფროსი ასაკის პირი, რომელიც ვაქცინაციას ჩაიტარებს პირველი დოზით 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტომატურად იღებს 200 ლარიან ერთჯერად დანამატს.

ამ ეტაპზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფლის 10 ამცრელი ამბულატორია და 2 მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი მოქმედებს. 

სოფლის ამბულატორიებში იმუნიზაციის პროცესი ჩინური წარმოშობის ვაქცინებით სინოფარმითა და სინოვაკით კვირაში სამი დღე მიმდინარეობს, ხოლო მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეების აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით, ყოველ დღე (შაბათ-კვირის გარდა), 10:00-დან 18:00 საათამდეა შესაძლებელი.

ფოტოები ვრცლად 

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018