მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


წილკნის დევნილთა დასახლებაში მოხუცთა თავშესაფარი აშენდება

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკნის დევნილთა დასახლებაში მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა თავშესაფარი აშენდება. პროექტს, რომლის საგრანტო ღირებულება დაახლოებით 820 000 აშშ დოლარს შეადგენს, აშშ-ის ევროპული მთავარსარდლობა და აშშ-ის საელჩოს თავდაცვითი ურთიერთობის ოფისი აფინანსებს.სოფელ წილკნის დევნილთა დასახლებაში მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა თავშესაფრის შენობის საძირკველი უკვე გაიჭრა. ადგილზე იმყოფებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე.თავშესაფრის მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება და შენობა 24 ბენეფიციარზე იქნება გათვლილი.
აღსანიშნავია, რომ მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა თავშესაფრის მშენებლობას საფუძველი ამერიკული მხარესთან ერთად, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით,მცხეთის მუნიციპალიტეტის, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ასევე, ა(ა)იპ ,,ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების’’ ორგანიზებით ჩაეყარა.
წილკნის დევნილთა დასახლებაში - ადგილზე, სადაც მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა თავშესაფარი აშენდება, ასევე, იმყოფებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ ფოლადაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე და ა(ა)იპ "ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების" გენერალური დირექტორი გიორგი ატაშვილი. ასევე, აშშ-ს საელჩოსა და ევროპული მთავარსარდლობის მხრიდან J9-ს უფროსი ვეინი რააბი, HMA-ს მენეჯერი მარკ ვენერისი, ოფიცერი, მაიორი დანიელ სეკულა, პროექტ-მენეჯერი თათა კლდეისელი, პოლკოვნიკი ჯეიზონ ბეიკერი, CSM-ს ოფიცერი ჯონ ბელენჯერი და მაიორი ერიკ ოლსენი.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018