მცხეთის შოთა რუსთაველის მთავარ ბიბლიოთკაში გალაქტიონ ტაბიძის 130-ე წლისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო ჩატარდა, რომელსაც მცხეთის აღნიშნული ბიბლიოთეკის მენეჯერი ნინო თათარაშვილი და მეთიოდისტი მანანა ზარიძე ხელმძღვანელობდნენ.
ღონისძიებაზე გალაქტიონის ლექსები, წერილები, ამონარიდები, სხვადასხვა კრიტიკოსების სტატიები მცხეთის ბიბლიოთეკის და მუხრანის ვახუშტი ბატონიშვილის სახ. ბიბლიოთეკის მკითხველებმა წაიკითხეს.
მცხეთის შოთა რუსთაველის მთავარ ბიბლიოთკაში გამართულ ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი ზურაბ ივანიშვილი, კულტუტის განყოფილების ხელმძღვანელი ინა ახალბედაშვილი, კულტურის, სპორტისა და განათლების (ა)აიპ-ებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი მაია მაჩხანელი სხვა თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ლადო ასათიანის სახელობის ახალგაზრდულ ბიბლიოთეკაშიასევე, გაიმართა გალაქტიონისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ვკითხულობთ გალაქტიონს“