მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ნატახტარში ახალი საწარმო " ფუდ ალიანსი" გაიხსნა

სოფელ ნატახტარში ახალი საწარმო „ფუდ ალიანსი“ გაიხსნა, რომელიც პურ-ფუნთუშეულის დიდ ასორტიმენტს აწარმოებს და სრულადაა აღჭურვილი ახალი, ევროპული მაღალტექნოლოგიური დანადგარებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მცხეთის მუნიციპალიტეტი მერი დიმიტრი ზურაბიშვილი ახალი საწარმოს - “ფუდ ალიანსის” გახსნას დაესწრნენ. 

კომპანია წარმოებისა და ბიზნესის განვითარების სექტორში, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქართველი და ფრანგი პარტნიორების მიერ დაარსდა. „ფუდ ალიანსის“ ახალი საწარმო მომხმარებელს, ფრანგულ ტრადიციებზე დაფუძნებით შექმნილ ევროპული სტილის პურ-ფუნთუშეულის დიდ ასორტიმენტს სთავაზობს. დღესდღეობით, საწარმოში 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტი მზადდება და მიეწოდება როგორც მსხვილ სავაჭრო ქსელებს, ასევე სასტუმროებს.

საწარმოს გახსნას,  ასევე ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე. 

საწარმო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სესხის პროცენტის თანადაფინანსებითა და EBRD-ის პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში გაიხსნა.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018