მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული

 


    დღეს, გიორგობის დღესასწაულთან   დაკავშირებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი ქსნის წმინდა გიორგის სახელობის  ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვას  დაესწრო და მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა. დიმიტრი ზურაბიშვილმა , მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილთან ერთად ასევე მოილოცა მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი:-“გიორგობის დღესასწაული განსაკუთრებული სიყვარულით აღინიშნება საქართველოში. წმინდა გიორგი საქართველოს სიმბოლოა და სწორედ ამიტომ არ არსებობს კუთხე ჩვენს ქვეყანაში, სადაც წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი არ იყოს. წმინდა გიორგი თავისი მოწამეობრივი ცხოვრებით ნამდვილად ჰგავს "ქართლის ცხოვრებას". ეს წმინდანი თავისი მებრძოლი ხასიათით ყველა ქართველშია და სწორედ ამიტომ ჰგავს ქართულ შეუპოვარ სულს.

ვულოცავ ყველა გეორგიანელს დღევანდელ  დღეს! ფარავდეს წმინდა გიორგი ყველა ქართველს და სრულიად საქართველოს!"


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018