მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სასმელი წყლის პროექტებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

12 დეკემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მცხეთა- მთიანეთის რეგიონალური ა(ა)იპ ,,ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ ორგანიზებით, სტუმრად იმყოფებოდა ამერიკელ და გერმანელ ინჟინერთა ჯგუფი. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ,,ODC”-ის დეპარტამენტის დაფინანსებული ინჟინერთა ჯგუფის ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა 2019 წელს სასმელი წყლის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. კერძოდ: სოფელ ბიწმენდში დამატებით ჭაბურღილის მშენებლობა, სოფელ ახალუბანში სასმელი წყლის რეზერვუარის რეაბილიტაცია-მშენებლობა, სოფელ ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა და სხვა პროექტები. ჯამში იგეგმება დაახლოებით 150 000 – 200 000 დოლარის ფარგლებში საგრანტო პროექტების განხორციელება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მასპინძლები სტუმრებთან ერთად ადგილზე გაეცნენ იმ ობიექტებს, რომელთა დაფინანსება შემდგომში განხორციელდება. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი რევაზ ელოშვილი , მცხეთა - მთიანეთის რეგიონალური ა(ა)იპ ,,ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ ხელმძღვანელი გია ატაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის შპს „მცხეთის სოფწყალი“-ს ხელმძღვანლის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ჩხაიძე.

 

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018