მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის გაფართოებულ სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
მუნიციპალიტეტის 2022 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 24,805.2 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 3,560.2 ათასი ლარით იზრდება.
მცხეთის მუნიციპალიტეტების პრიორიტეტების დაფინანსება 2022 წლის პრიორიტეტებად განისაზღვრა:
ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია - 7,837,4 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 4,394,4 ათ ლარია გათვალისწინებული.
განათლება - 5,040.0 ათასი ლარით დაფინანსდება. აქედან 5,000.0 ათასი ლარი სკოლამდელ საგანმანათლებლო აღზრდას მოხმარდება, ხოლო 40.0 ათასი ლარი განათლების ღონისძიებებს.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი 2,492.0 ათასი ლარით დაფინანასდება, საიდანაც სპორტის სფეროს განვითარებას მოხმარდება 1,315.0 ათასი ლარი, კულტურის სფეროს განვითარების - 1,177.0 ათასი ლარი.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 2022 წელს 1,525.5 ათასი ლარით ფინანსდება.
2022 წლის ბიუჯეტის პარამეტრებთან დაკავშირებით ამომწურავად ისაუბრა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ზაქარია ლოხიშვილმა.
შეხვედრაზე დაისვა შეკითხვები, რომლებსაც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ილია ციციშცილმა გასცა პასუხები.
აღნიშნული პროექტი შენიშვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე მერიაში გადაიგზავნა და კორექტირებული ვარიანტის განხილვა, კანონმდებლობის შესაბამისად, 10 დეკემბრამდე მოხდება.
ბიუჯეტის საჯარო განხილვას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, დიმიტრი ზურაბიშვილი, მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი, მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე ესწრებოდნენ.
2022 წლის ბიუჯეტის პროექტი შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: