მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დუშეთში ვეტერანი ფეხბურთელის გია პაპიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა 2010-2011 წ.წ დაბადებულ ბავშვებს შორის, სადაც ფინალურ თამაშსი მონაწილეობა მიიღეს მუხრანის, წილკნის, ახალგორისა და დუშეთის ფეხბურთელთა გუნდები.
პირველი ადგილი წილკნელმა ფეხბურთელებმა დაიკავეს და გია პაპიაშვილის სახელობის თასს დაეუფლნენ (მწვრთნელი - თედო კახუაშვილი). მეორე ადგილი წილად ხვდა დუშეთის გუნდს, ხოლო მესამე ადგილზე ახალგორის გუნდი გავიდა.
ფინალური შეხვედრის მონაწილეები დაჯილდოვდნენ მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით.