მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფელ ძეგვში მიმდინარე პროექტები

 სასმელი წყლის  ჭაბურღილის და მაგისტრალების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც სააქციო საზოგადოება „აქემ მაქინა ინსაათ დიშ თიჯარეთ“ ახორციელებს .

ამჟამად,  სამუშაოები ორი ახალი ჭაბურღილის მშენებლობაზე და ერთის რეაბილიტაციაზე მიმდინარეობს. სამივე ჭაბურლიდან მომავალი წყალი ახლოს მდებარე არსებულ  რეზერვუარებში განაწილდება, რის შედეგადაც გაიზრდება სასმელი წყლის ნაკადი და წნევა.

შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია განხორციელდა , რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და შპს „ცეკური“ განახორციელა. ასევე,  მცხეთიდან ძეგვში შესასვლელი გზის დაგება მიმდინარეობს, რომელსაც  საქართველოს გზების დეპარტამენტი ახორციელებს . 

სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, გასახდელის და ოთახის ინვენტარით მოწყობა მიმდინარეობს, სამუშაოებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შპს“თბილ პარკი“ ახორციელებს .

ვრცლად



 

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018