შეხვედრაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიგა გლუნჩაძემ „საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ მიერ აქამდე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, მიზნად ისახავს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ინტეგრაციას და ქვეყნის მასშტაბით არსებული ტურისტული ზონების პოპულარიზაციას. გააცნო დაგეგმილი წამახალისებელი ღონისძიებები ახალგაზრდულ ინტერესებზე და საჭიროებებზე.
ხელმძღვანელმა პირებმა განაცხადეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის პრიორიტეტული საკითხია ახალგაზრდული პოლიტიკა და ისინი მაქსიმალურად ჩაერთვებიან „საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ მიერ დაგეგმილ პროექტებში.