მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ესტონეთში გამართული სემინარი "გამჭირვალე ადგილობრივი მმართველობა"

გამჭირვალე ადგილობრივი მმართველობა 2018 წლის 10-15 დეკემბერს, ქალაქ ტალინში გამართულ სემინარზე, „ადგილობრივი და რეგიონული მთავრობის რეფორმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ქალბატონი მარინა ზურაბიშვილი და ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის, მცხეთა-მთიანეთის კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი თამარ მაისურაძე. შეხვედრა ევროკავშირის ესტონეთის ცენტრის, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიება წარმოადგენდა იმ სამუშაოს ანგარიშს, რომელიც განახორციელა აღმოსავლეთ პარტნიორობის ჯგუფმა, მმართველობისა და საჯარო ადმინისტრირების კუთხით. ოთხ დღიანმა სემინარმა მონაწილეებს საშუალება მისცა, ესტონელ და ჩეხ პროფესიონალ ექსპერტებთან გაევლოთ კონსულტაცია და მიეღოთ პრაქტიკული რჩევები გამჭირვალე ადგილობრივი მმართველობის შესახებ. ვიზიტის ფარგლებში სემინარის მონაწილეები ადგილზე გაეცნენ ქალაქ ტალინისა და ქალაქ ტარტუს მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ მოწყობასა და მუშაობას, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაცია უშუალოდ ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა მოწვეულ სტუმრებს გაუზიარეს. სემინარის მასპინძელთა და მონაწილეთა სიაში გახლდნენ:ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრის დირექტორი, სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი იან რეინოლდი, ესტონეთის სახელმწიფო მინისტრი ბატონი იანეკ მეგგი, ჩეხეთის სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში, ქალბატონი გაბრიელა ტომანკოვა,ევროკავშირის კომიტეტის წევრი, ბატონი ანდრის იანსლეინის და სხვები. სემინარის ძირითადი თემები: 

1.ტერიტორიული რეფორმები და დეცენტრალიზაცია 

2. გამჭვირვალე მმართველობა 

3. ელექტრონული მმართველობის პრაქტიკული გამოყენება ადგილობრივ თვითმმართველობაში 

4. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა და მეთოდები 

5. სამოქალაქო სექტორის მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში

 როგორც ქალბატონმა მარინა ზურაბიშვილმა აღნიშნა, სემინარს განსაკუთრებული მნიშვნელობა ქონდა იმ თვალსაზრისით , რომ მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ როგორც ესტონეთის, ისე სხვა ქვეყნების გამოცდილებას ადგილობრივ თვითმმართველობაში. შედეგმა გვიჩვენა, რომ ადგილობრივ თვითმართველობაში ელექტრონული მმართველობა, არის სწორი და ეფექტური მმართვლობის საფუძველი, მოსახლეობის ჩართულობის და მათთან კომუნიკაციის ყველაზე მოქნილი ინსტრუმენტი, გამჭირვალობისა და საჯაროობის უპირობო დაცვის მექანიზმი. ამიტომ, ჩვენი მიზანია ელექტრონული მმართველობის დახვეწა და დინამიური განვითარება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რაც საბოლოო ჯამში შემდგომში წარმატების გარანტია.

  

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018