მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ნიჩბისის ,,დიდგორი“ ტურნირის გამარჯვებულია

28 ნოემბერს, სოფელ ნატახტრში,  გოგონათა შორის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ტურნირი გაიმართა, სადაც მონაწილეობა სოფელ მუხრანის, სოფელ ნიჩბისის,  წეროვნისა და წილკნის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლების გუნდებმა მიიღეს. ფინალში ერთმანეთს  ნიჩბისისა და მუხრანის გუნდები დაუპირისპირდნენ.

 ნიჩბისის ,,დიდგორი”-ს გოგონათა გუნდმა მოწინააღმდეგე ანგარიშით 2:0   დაამარცხა და ტურნირის გამარჯვება მოიპოვა (მწვრთნელი თამაზ ჯავახიშვილი). 

ასევე, გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციაში  გამარჯვებულებიც: 

  • საუკეთესო მეკარე - თეონა გიგინეიშვილი (ნიჩბისი) 
  • საუკეთესო დამცველი - სალომე ბანცური (მუხრანი) 
  • საუკეთესო ნახევარ მცველი - დოლიშვილი ანი (წეროვანი)
  • საუკეთესო თავდამსხმელი - ოსიპოვი ნინი (ახალგორი)
  • ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი - ჩიტაური ქეთი (ნიჩბისი)

აღნიშნული ტურნირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიებას ესწრებოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი თამაზ გრძელიშვილი.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018