მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სასმელი წლის პროექტების დათვალიერება

6 დეკემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაცია „ელ დი ეს ჩერიტის“ მისიის  წარმომადგენლები სოფელ კოტორაანთკარში იმყოფებოდნენ და ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული და შესრულებული სამუშაოები მოინახულეს.

მერთან ერთად სამუშაოები დაათვალიერეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა , მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ელოშვილმა, პირველმა მოადგილემ გიორგი კვახაძემ. ასევე , ა(ა)იპ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გართიანებ“ -ის დირექტორმა გიორგი ატაშვილმა, ორგანიზაცია „ელ დი ეს ჩერიტის“ მისიის ხელმძღვანელებმა უეინ და ჯეინ საუთვიკებმა და  პროექტის მენეჯერმა ალექსეი ლობანოვმა.

 ა(ა)იპ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გართიანება“ რამდენიმე წელია წარმატებით თანამშრომლობს ამერიკულ საერთაშორისო დონორ ორგანიზაცია „ელ დი ეს ჩერიტისთან“. 

თანამშრომლობის შედეგად მცხეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდა რამდენიმე  პროექტი, მათ შორის: 

საქართველოს უსინათლოთა კავშირის ქ. მცხეთის  ფილიალის შენობის სახურავის რეაბილიტაცია, ქალაქ მცხეთაში, ყოფილ „ტურბაზაში„ და „სასტუმრო „მცხეთაში“ წყალ–საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები; სოფელ ძეგვში, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია. 

ორგანიზაციის მიერ მუნიციპალიტეტში განხორციელებული სასმელი წყლის პროექტების შედეგად აღდგომლიანთკარში, ახალდაბაში, ქსოვრისში, ბეწმენდში,  ნავდარაანთკარში და კოტორაანთკარში მცხოვრებ ოჯახებს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ სასმელი წყლის მიწოდება. 

2015 წლიდან, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ,,ელ დი ეს ჩერიტის“ მიერ  დაფინანსებული და განხორციელებული წყლის პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 700 000 ლარს შეადგენს. 

საქველმოქმედო ორგანიზაციის  წარმომადგენლებმა სამომავლოდ, კიდევ ერთხელ, გამოთქვეს არსებული თანამშრომლობის სურვილი.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018