მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიას, რომელიც მთელ საქართველოში ყოველწლიურად იმართება.
ამ კამპანიის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, მცხეთის მერიაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორებმა, ნინო ბლიაძემ და სოფიო ჩოხელმა ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიდგომებსა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სამართებრივი მექანიზმების შესახებ.
აღინიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, პრევენცია, მსხვერპლთა მიმართ მხარდაჭერა და მათ ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.
შეხვედრას შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე, დავით გელაშვილი, მცხეთის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე, მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, იმართება ქალთა მიმართ ძალადობის კამპანია.