მცხეთაში, ნარეკვავიდან არმაზის დასახლებამდე , 11 ლოკაციაზე მგზავრთა მოსაცდელების მშენებლობა და კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს . დაიგო ბაზალტის ფილები, დამონტაჟდება ნაგვის ურნები და სკამები, რომელიც ხის მასალით მოპირკეთდება. ასევე, აღმაშენებლის ქუჩის მოსაცდელთან გაკეთდა ახალი კიბეები, მოეწყო ლითონის მოაჯირები.მგზავრთა მოსაცდელების სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტს , შპს „ ნოდო“ ახორციელებს. სახელშეკრულებო თანხა 181,831 ლარს შეადგენს .