სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ინიციატივით, საქართველოში პირველად ახალგაზრდული მუშაკების ეროვნული ფორუმი და ახალგაზრდული მუშაკის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში წლის ახალგაზრდული მუშაკის 2021-ის ჯილდოს მფლობელი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში მცხოვრები გვანცა მეზვრიშვილი გახდა. რომელიც, ასევე სახელმწიფოს მიერ აღიარებული პირველი სასერთიფიკატო პროგრამის მონაწილე და სერთიფიცირებული ახალგაზრდული მუშაკია მცხეთის მუნიციპალიტეტში.
ფორუმის მიზანია თავი მოუყაროს ახალგაზრდულ საქმიანობაში ჩართულ ახალგაზრდულ მუშაკებს, საინიციატივო ჯგუფებს, ასოციაციებსა და ინსტიტუტებს და მათთან ერთად აღნიშნოს საქართველოში ახალგაზრდული საქმიანობის მნიშვნელობა და მიმდინარე პროცესები.
ქვეყნის მასშტაბით, სულ 11 ახალგაზრდული მუშაკი დაჯილდოვდა, რომლებიც ახალგაზრდული საბჭოს და გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან, ასევე ახალგაზრდობის სააგენტოს გუნდთან ერთად საწავლო ვიზიტით ესტონეთში გაემგზავრნენ.
ვიზიტის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის წლის ახალგაზრდული მუშაკი გვანცა მეზვრიშვილი კოლეგებთან ერთად ესწრებოდა არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას ახალგაზრდული მიმართულებით.
სასწავლო ვიზიტის შედეგად ახალგაზრდული მუშაკები მიღებული გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკების ადაპტირებას დადანერგვას საკუთარ რეგიონში შეძლებენ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ახალგაზრდებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და კიდევ უფრო მეტ წარმატებებს უსურვებს მათ.