მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ძეგვის "ციხედიდი" ტურნირის პრიზიორია

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში, 2021 წლის 27 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე  ცნობილი ქართველი ფეხბურთელის ზაურ კარლოევის ტურნირი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი საფეხბურთო გუნდები: მცხეთის ,,მცხეთა“, ძეგვის ,,ციხედიდი“, ნატახტრის ,,ნატახტარი“, აჩაბეთის ,,ლიახვი“, აჩაბეთი-2 -,,ლიახვი“.

ტურნირზე მეორე საპრიზო ადგილი ძეგვის ,,ციხედიდმა“ (მწვრთნელი მასწავლებლები გიორგი კვახაძე და ლაშა მამულაშვილი) დაიკავა, რომელიც აჩაბეთის ,,ლიახვთან“ დამარცხდა ანგარიშით 3:1.


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018