9 დეკემბერს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG ) და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის თანამშრომლობით, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობების, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
შეხვედის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა და მრავალდონიანი მმართველობა მდგრადი და ინკლუზიური პოლიტიკის შემუშავებისთვის, მსჯელობა უთანასწორობის შემცირებაზე და ადამიანის უფლებების გაუმჯობესება ადგილობრივ დონეზე. ასევე, ხაზი გაესვა ქვეყნის მდგრადი განვითარების მისაღწევად ქალთა როლის გაძლიერების საკითხს.
ღონისძიება, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ და ანდრეას კიფერმა შეაფასეს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდროდ თანამშრომლობს, რაც ერთობლივი რეფორმების წარმატებით განხორციელებას უწყობს ხელს.
ანდრეას კიფერმა კი, სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის საბჭოს კონგრესსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალიც გაიმართა.