დღეს , მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, სამსახურის უფროსებთან ყოველკვირეული თათბირი გაიმართა, რომელსაც მცხეთის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი უძღვებოდა. სხდომას მერის მოადგილეები გივი გიუტაშვილი, თამაზ ფოლოდაშვილი, გიორგი ბაჯაძე და სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის მერმა, თითოეული უწყების ხელმძღვანელისგან ერთი კვირის განმავლობაში სფეროების მიხედვით შესრულებული სამუშაოებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.
თათბირზე, პროექტების მიმდინარეობის პროცესი შეფასდა და ინფორმაციების მოსმენისა და შეჯამების შემდეგ, მერმა, თითოეულ სამსახურს მომავალი კვირის მანძილზე განსახორციელებელი სამუშაოები განუსაზღვრა.