მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


საახალწლო სამზადისი მცხეთაში

23 დეკემბერს, მცხეთის მთავარი ნაძვის ხე, საზეიმო ვითარებაში აინთება. ამჟამად , საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. ილუმინაციების სამონტაჟო სამუშაოები ფარნავაზის მოედნიდან ნარეკვავის დასახლებამდე მონაკვეთში განხორციელდება.დღეს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მოადგილე გიორგი ბაჯაძე და მერის მრჩეველი თინათინ ხუნდაძე , მცხეთის ცენტრში მიმდინარე სამონტაჟო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.მცხეთის მერია , მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და ჩამოსულ სტუმრებს სასიამოვნო საახალწლო დღეების გატარებას ჰპირდება : კონცერტებით, საბავშვო ღონისძიებებით, საახალწლო სოფლით და სხვა გასართობი პროგრამით.
საახალწლო ღონისძიების პროგრამა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიცილალურ ფეისბუქ გვერდზე, უახლოეს მომავალში განთავსდება.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018