მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ციხისძირის ინფრასტრუქტურული პროექტები

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

დასასრულს უახლოვდება სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია. უკვე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარის პირველი ფენა, სრულდება მეორე ფენაც. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კიუვეტების ჩალაგება, სახიფათო მონაკვეთებთან ლითონის ზღუდარის, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერებისა და ეზოში შესასვლელების ასფალტის საფარით მოწყობა. 

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს „აკა“ ახორციელებს. 

რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ციხისძირის კულტურის სახლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. მას შპს „მეტალ +“ ახორციელებს. 

ამ ეტაპზე დასრულებულია შენობის გადახურვა, გარემონტდა ოთახები, მოეწყო გათბობის, განათების სისტემა და ეზო. 

სოფელ ციხისძირში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩიფჩიურმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ ფოლოდაშვილმა და მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ჯიქიამ მოინახულეს. 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოწყობა წლის ბოლომდე დასრულდება.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018