მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


შეხვედრა რაგბის კავშირის წარმომადგენლებთან

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა  დიმიტრი ზურაბიშვილმა, პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ  გიორგი ჩიფჩიურმა და მოადგილემ გიორგი კაპანაძემ  რაგბის კავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. 

საუბრის მთავარი თემა რეგიონში რაგბის მეტად პოპულარიზაციასა და ამ მხრივ დაგეგმილ ღონისძიებებს ეხებოდა. 

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განაცხადეს, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, ამიტომაც, ამ მხრივ აქტიური თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვეს. 

თავის მხრივ კი, რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა სამომავლო გეგმები განიხილეს და აღნიშნეს, რომ ამ მხრივ ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 

შეხვედრას ესწრებოდნენ რაგბის კავშირის პრეზიდენტი სოსო ტყემალაძე, ვიცე-პრეზიდენტი თორნიკე გოგებაშვილი, რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავა, გამგეობის წევრი გია კობახიძე, ვეტერანი მორაგბე გაიოზ მონიავა და კლუბ "აკადემიას" პრეზიდენტი გია ლაბაძე.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018