მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, ქალაქ მცხეთაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
მცხეთაში, თეატრონის მიმდებარედ, საკალათბურთო ღია მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,მეტალი +“ ახორციელებს. პროექტით გათვალისწინებული მოედნის გვერდით ასევე მოეწყობა სატრენაჟორო კუთხე.
ამ ეტაპზე, დასრულებულია მოედნის რკინის კონსტრუქციების და ქვიშა-ბეტონის საფუძვლის მოწყობა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და წლის ბოლომდე დასრულდება.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე დაათვალიერეს მცხეთის სასაფლაოს შემოღობვისა და ა(ა)იპ - მცხეთის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ დაზიანებული ტროტუარების აღდგენის სამუშაოებიც.
მცხეთაში მიმდინარეობს ტროტუარების, ბორდიულების და გამწვანების მოწყობა ფოსტიდან მირიანის ქუჩამდე.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ნოდო“ ასრულებს. სარეაბილიტაციო პროცესს კი ზედამხედველობას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური უწევს.
გარდამავალი პროექტი მომდევნო წლის მაისის დასაწყისში დასრულდება, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.
მიმდინარე პროექტები, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად მოინახულეს, მერის მოადგილემ გიორგი ბაჯაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ელოშვილმა, მოადგილეებმა გიორგი კვახაძემ, გიორგი ჯიქიამ და მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა აღნიშნეს, რომ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს, რომლებიც მოქალაქეებს მეტ კომფორტს შეუქმნის.