მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, სოფელ ნიჩბისში და ძეგვში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
სოფელ ძეგვში სასმელი წყლის ჭაბურღილის და მაგისტრალების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც სააქციო საზოგადოება „აქემ მაქინა ინსაათ დიშ თიჯარეთ“ ახორციელებს. ამჟამად, სამუშაოები ორი ახალი ჭაბურღილის მშენებლობაზე და ერთის რეაბილიტაციაზე მიმდინარეობს. სამივე ჭაბურლიდან მომავალი სასმელი წყალი, ახლოს მდებარე არსებულ რეზერვუარებში განაწილდება, რის შედეგადაც გაიზრდება წყლის ნაკადი და წნევა.
ქვემო ნიჩბისში, საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და შპს „ენდეკა ბილდინგ“ ახორციელებს.
ამავე სოფელში, მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გაკეთებულია ბურღი და დაწყებულია 200 ტონიანი რეზერვუარის მშენებლობა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და სააქციო საზოგადოება „აქემ მაქინა ინშაათ დიშ თიჯარეთ „ახორციელებს.
მიმდინარე პროექტები, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად მოინახულეს, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ელოშვილმა, მოადგილეებმა გიორგი კვახაძემ, მიხეილ ბუჯიაშვილმა, გიორგი ჯიქიამ და მერის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულში.