მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი ბაჯაძემ, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები გადასცა და შობა-ახალი წელი მიულოცა - „მინდა განსაკუთრებით მივულოცო დამდეგი დღესასწაულები პატარებს. ბედნიერება, სიხარული და უფლის წყალობა არ მოკლებოდეთ. წარმატებების მომტანი ყოფილიყოს ეს წელი თითოეული მათგანისთვის“.
მერის მოადგილემ, საახალწლო საჩუქრები მუნიციპალიტეტის 25 საბავშვო ბაღის 1819 აღსაზრდელს , საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილთან და ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელ მაია თელიასთან ერთად გადასცა .
ღონისძიება კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა.