მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


7 იანვარს მცხეთაში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საახალწლო ღონისძიება გაიმართება

7 იანვარს მცხეთაში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საახალწლო ღონისძიება გაიმართება

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.  63-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა- გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. 

მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. საღამოს საათებში გაიმართება როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტები. ღონისძიებები დასრულდება საზეიმო ფოიერვერკით. 

ყველა ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.

მცხეთის მუნიციპალიტეტში 7 იანვარს შემდეგი ღონისძიებები გაიმართება:

12:00 - 13:00 საათი - სცენის მიმდებარედ მოეწყობა საახალწლო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი მეწარმეები გამოფენენ საკუთარ პროდუქციას.

14:00 საათი -  წამყვანების მისალმება, თოვლის ბაბუისა და მისი ზღაპრული სამყაროს გმირების შემოსვლა ქალაქში 

14:00-15:30 საათი - ა(ა)იპ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ბენდი „The light room” და ვოკალისტი ნუცა მრევლიშვილი.

15:35 საათი - თოჯინების სპექტაკლი/აზოტის შოუ და სხვა აქტივობები. 

16:30 საათი - საახალწლო კონცერტი ბენდისა და სოლისტების მონაწილეობით: ანდრია გველესიანი / სალომე ბაკურაძე / ზუკა ხუციშვილი / ბენდი. 

ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.

გთხოვთ, მობრძანდეთ!

ერთად ვიზეიმოთ შობა-ახალი წელი!

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018