მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


23 დეკემბერს, 19:00 საათზე, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე გელოდებით ყველას, მცხეთის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე

23 დეკემბერს, 19:00 საათზე, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე გელოდებით ყველას, მცხეთის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე.ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს ანსამბლი „მცხეთა“ და ღამის შოუს ბენდი. საღამოს წარუძღვება ანდრია გველესიანი.ერთად შევიქმნათ წინასაახალწლო განწყობა. არ გამოტოვოთ ეს ღონისძიება, წინ საკმაოდ შთამბეჭდავი სანახაობა გელოდებათ, ერთად ავანთოთ მცხეთის მთავარი ნაძვის ხე და ჩავიფიქროთ ჯადოსნური სურვილები.

28 დეკემბერი 14:00 საათი- საახალწლო სპექტაკლი - გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი. მუხრანის კულტურის სახლი 

  • 29 დეკემბერი 14:00 საათი - საახალწლო სპექტაკლი- გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი. კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრი
  • 30 დეკემბერი 17:00 საათი - საახალწლო კონცერტი - თბილისის მერიის ბიგ-ბენდი და მაია ბარათაშვილი,მარიკო ებრალიძე,ნესტან ჯიბლაძე,ნინი გველესიანი,ზაურ შავგულიძე,გიორგი სუხიტაშვილი,თემო საჯაია,ვასილ დოლიძე. კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრი
  • 3 იანვარი 12:00-17:00 საათი-ქუჩის საბავშვო-საახალწლო კარნავალი. მცხეთის ცენტრალური სკვერი
  • 4 იანვარი 12:00-17:00 საათი -ქუჩის საბავშვო-საახალწლო კარნავალი. მცხეთის ცენტრალური სკვერი
  • 6 იანვარი 17:00 საათი - რუსთაველის ეროვნული თეატრი - სპექტაკლი ,,12 განრისხებული მამაკაცი’’ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრი
  • 7 იანვარი 14:00-19:00 საათი - საშობაო კონცერტი ბენდი ,,the light room” და ნუცა მრევლიშვილი ქალაქ მცხეთის ცენტრალური მოედანი
  • 14 იანვარი 17:00 საათი- გორის ქალთა კამერული გუნდი (კაპელა)  კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრი

ღონისძიებები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება. 

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018