23 დეკემბერს, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე, საზეიმო ვითარებაში აინთო მცხეთის მთავარი ნაძვის ხე.
დამსწრე საზოგადეობას და მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ახალი წელი მიულოცეს: პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, დიმიტრი ზურაბიშვილმა, მხარის გუბერნატორმა, დავით ნოძაძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ელოშვილმა.
წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად ღონისძიება მუსიკალურად ანსამბლმა „მცხეთამ“ და ღამის შოუს ბენდმა გააფორმეს.
საღამოს ანდრია გველესიანი უძღვებოდა.
ღონისძიება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, მცხეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის წინასაახალწლო ღონისძიებები გაიმართება.