მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის, დიმიტრი ზურაბიშვილის ინიციატივით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1500 ოჯახს, საახალწლოდ სასურსათო პაკეტები ურიგდება.
მცხეთის მერმა, დღის ცენტრი „იალონი“-ს ბენეფიციარები პირადად მოინახულა, სასურსათო ნობათები გადასცა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
აღნიშნულ დახმარებას იღებენ უკიდურესად შეჭირვებული, მრავალშვილიანი, მარტოხელა, მოხუცთა თავშესაფრის, უფასო სასადილოს და დღის ცენტრების : „იალონი“, „მომავლის რწმენა“, წილკნის და გალავანის მცირე საოჯახო, წეროვნის დღის ცენტრის ბენეფიციარები. თითოეული პაკეტი 16 დასახელების პროდუქტისგან შედგება.
ინიციატივის განხორციელების პროცესში, აქტიურად ჩაერთვნენ მცხეთის მერის მოადგილეები თამაზ ფოლოდაშვილი და გიორგი ბაჯაძე, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი და მოადგილე მიხეილ ბუჯიაშვილი, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნინო ჭიჭინაძე, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, სოციალური ღონისძიებები აქტიურად ხორციელდება.