მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


აღდგომლიანთკარში გზების მოასფალტება დასრულდა

 სოფელ აღდგომლიანთკარში შიდა გზების მოასფალტება დასრულდა, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამ სოფელში მცხოვრები მოსახლეობის საავტომობილო მიმოსვლას.

პროექტი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გივი გიუტაშვილმა და ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხდველობის განყოფილების ხელმძღვანელმა, მერაბ თუხარელმა დაათვალიერეს.

სამუშაოები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორმა შპს ,,სატრანსპორტო სამშენებლო კომპანია“-მ შეასრულა. ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018