მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


წინასაახალწლო ღონისძიება მცხეთაში

30 დეკემბერს, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრში, გრანდიოზული კონცერტი გაიმართა.

საღამო მუსიკალურად თბილისის მერიის “ბიგ-ბენდმა” გააფორმა

წინასაახალწლო ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასა და მიწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი, მცხეთა-მთიანეთის  სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი ჯიქია, გიორგი კვახაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ხელმძღვანელი შორენა არჯევანიძე. 

ღონისძიება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით, კოვიდ რეგულაციების   სრული დაცვით, ჩატარდა!

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018