საახალწლო პროგრამის ფარგლებში, მცხეთის ცენტრალურ სკვერში, ორდღიანი საბავშვო ღონისძიება გაიმართა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები პატარებისთვის, მცხეთის ცენტრალურ სკვერში, მოეწყო უფასო ატრაქციონები, გასაბერი ბატუტი. ბავშვების გართობაზე იზრუნეს: ცირკმა ,,შაპიტომ”, ზღაპრის გმირებმა, ანიმატორმა. გაიმართა საბავშვო კონცერტი, საპნის ბუშტების შოუ და სხვა მრავალი საბავშვო გასართობი წარმოდგენა.
ახალი წელი, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ბავშვებს მიულოცეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა - დიმიტრი ზურაბიშვილმა და საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - დიმიტრი ხუნდაძემ.
საახალწლო პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მცხეთაში 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.