მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, მცხეთაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა 

ქალაქ მცხეთაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიება, რომელიც ყველა ასაკის მოქალაქისთვის იყო გათვლილი, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო-გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს თოვლის პაპამ ტკბილეული და საჩუქრები გადასცა. 

ასევე, ადგილობრივი და დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. საღამო ზუკა ხუციშვილისა და ბენდის, ანდრია გველესიანის, სალომე ბაკურაძისა და ნატო გელაშვილის კონცერტით დაიხურა. 

შეკრებილ საზოგადოებას შობა-ახალი წელი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა მიულოცეს. 

საახალწლო ღონისძიება მცხეთაში გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018