მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის მერიის სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

12 იანვარს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისიის 2022 წლის პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც ყოველ ოთხშაბათს იკრიბება და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის საჭირო სოციალური და ფინანსური დახმარების საკითხებს განიხილავს. 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამა, მიზნად ისახავს მოსარგებლეებისთვის სამედიცინო და სხვა სოციალურ საჭიროებათა დასაფინანსებლად, ფინანსური და მატერიალური დახმარების გაწევას.  

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ და ამავე კომისიის სხდომის თავმჯდომარემ, თამაზ ფოლოდაშვილმა, კომისიის წევრებთან ერთად შემოსული განცხადებები განიხილა. 

კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსდა 55  მოქალაქე:

  • ერთჯერადი ფინანსური დახმარებით - 16 მოქალაქე;
  • სამედიცინო მომსახურებით - 29 მოქალაქე.   

პროგრამის მოქმედების სფეროს და მისი მოსარგებლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მცხეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე-ბმულზე: 

http://mtskheta.gov.ge/public/img/1615457169.pdf 

2021 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამით ისარგებლა 1415 ადამიანმა,   ჯამში ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 796000 ლარი.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018