მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ერთად ვიზრუნოთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოზე !

გუშინ, 12 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის ტერიტორიის დანაგვიანების შესახებ. 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც ყოველთვის, აღნიშნულ ფაქტზე ჰქონდა მყისიერი რეაგირება და დღეს სრულად მოხდა ტერიტორიის დასუფთავება.

ა(ა)იპ - კეთილმოწყობის სამსახური მუდმივად ზრუნავს სუფთა გარემო შეუქმნას მოსახლეობას, თუმცა რა თქმა უნდა, მოქალაქეებმა თავადაც უნდა იზრუნონ, მის შექმნა/შენარჩუნებაზე. 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ ყველა მოქალაქეს, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთად ვიზრუნოთ ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოზე.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018