მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მცხეთის სასპორტო სკოლის 2021 წლის წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაჯილდოება გაიმართა.
სპორტული წარმატებებისათვის ა(ა)იპ სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის მაღალი შედეგების მქონე სპორტსმენები და მწვრთნელები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა დააჯილდოვა.
მერმა მადლობა გადაუხადა მათ მიღწეული შედეგებისთვის და წარმატებები უსურვა შემდგომ ასპარეზობებში.
ა(ა)იპ სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლაში შექმნილმა დროებითმა სამუშაო კომისიამ, 2021 წლის შედეგების მიხედვით გამოავლინა 10 წარმატებული სპორტსმენი და 4 მწვრთნელი, რომლებიც დიპლომებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
სასპორტო სკოლის 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა ავთანდილ ბოჭორაძე (ველოსპორტი), საუკეთესო მწვრთნელად-ივანე რთველიაშვილი (ველოსპორტი).
ღონისძიებაში, რომელიც ა(ა)იპ სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.