13 იანვარს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, 2022 წელში პირველი მოქალაქეთა მიღება გამართა.
ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის პირველ პირს პრობლემები გააცნეს და მათ მოგვარებაში დახმარება სთხოვეს. საკითხები ძირითადად ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებს უკავშირდებოდა.
დიმიტრი ზურაბიშვილმა მოქალაქეების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და არსებული საკითხების გადაჭრაში შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.
შეხვედრები მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლას და პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას უზრუნველყოფს.
მოქალაქეთა მიღება, ყოველი კვირის ხუთშაბათს დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე გაიმართება, პანდემიიდან გამომდინარე რეგულაციების სრული დაცვით.
მისამართი : მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია, ანტიოქიის N7